top of page
Rivacy Notic

სტანდარტული წესები,პირობები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შპს ბიტერიუმაი“-ს მომსახურების სტანდარტული წესები და პირობები

1.     წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

1.1  მომხმარებელი - პირი, რომელიც სარგებლობს შპს ,,ბიტერიუმაი“-ს (შემდგომ - ბიტერიუმაი)  სერვისით;

1.2  სერვისი - ბიტერიუმაის მიერ შექმნილი პროდუქტი (პროგრამა, აპლიკაცია და სხვა), რომელსაც იყენებს მომხმარებელი;

1.3  AWS – კომპანია  ამაზონის ღრუბლოვანი (cloud) პლატფორმა (Amazon Web Services), რომელზეც დაფუძნებულია მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურება.

1.4  AWS service terms - ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია AWS -ის მომხმარებელთან და განსაზღვრავს მომსახურების სტანდარტულ წესებსა და პირობებს (მოცემულია შემდეგ ბმულზე https://aws.amazon.com/service-terms/ );

  1. მესამე პირი - ნებისმიერი პირი, გარდა ბიტერიუმაისა (ან ბიტერიუმაის უფლებამოსილი თანამშრომლისა) და მომხმარებლისა (ან მომხმარებლის უფლებამოსილი პირისა). 

 

  1. წინამდებარე მომსახურების სტანდარტული წესები და პირობები ადგენს ბიტერიუმაის  მიერ შეთავაზებული სერვისით სარგებლობის ძირითად პრინციპებს.

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც ბიტერიუმაის სერვისით შეთავაზებული ერთი ან რამდენიმე ფუნქცია განკუთვნილია კონკრეტული ერთი მომხმარებლისათვის, ბიტერიუმაი უზრუნველყოფს მომხმარებელს პროფილით - ამ მომხმარებლისთვის განკუთვნილი სივრცით. 

  2. სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბიტერიუმაის სერვისმა მომხმარებელს შეიძლება საშუალება მისცეს, თავისი პროფილის ქვეშ იყოლიოს ერთი ან რამდენიმე ქვე-მომხმარებელი, შესაბამისი ქვე-პროფილებით. მომხმარებლების და ქვე-მომხმარებლების იდენტიფიკაცია ხდება უნიკალური იდენტიფიკატორებით (დომენის სახელი, მომხმარებლის სახელი, ელფოსტის მისამართი ან სხვა). ყველა ვალდებულება, რომელიც მომხმარებლებისა და პროფილების მიმართ დადგენილია წინამდებარე დოკუმენტით, ასევე ვრცელდება ქვე-მომხმარებლებსა და ქვე-პროფილებზე და სერვისის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს რომ მისი ქვე-მომხმარებლები გაეცნობიან და დაიცავენ მათ. ქვე-მომხმარებლებისა და ქვე-პროფილების მიერ წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

  3. მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო (გონივრული) ზომა იმისათვის, რომ მისი პროფილით არ ისარგებლონ მესამე პირებმა.

  4. მესამე პირების მიერ პროფილების არასანქცირებული გამოყენებისაგან დასაცავად მომხმარებელზე გაიცემა პაროლი. დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბიტერიუმაიმ შესაძლოა მომხმარებელს შესთავაზოს ავთენტიფიკაციის დამატებითი ფაქტორების (SMS კოდები, ერთჯერადი კოდები, კრიპტოგრაფიული გასაღებები და სხვა) გამოყენება. 

  5. პაროლი და ავთენტიფიკაციის სხვა ფაქტორი წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი უნდა იყოს მხოლოდ მომხმარებლისთვის. ბიტერიუმაი პასუხისმგებელი არ არის იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მომხმარებელს მიადგეს მისი პაროლის ან/და ავთენტიფიკაციის დამატებითი ფაქტორების სხვა პირების ხელში აღმოჩენით. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედება ჩატარებულია სწორი პაროლითა და ავთენტიფიკაციის დამატებითი ფაქტორებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბიტერიუმაი ჩათვლის რომ მოქმედებდა უშუალოდ მომხმარებელი.

  6. მომხმარებელი ვალდებულია, არ გაუზიაროს პაროლი ან/და ავთენტიფიკაციის სხვა ფაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მესამე პირებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლი შეიტყობს ან გაუჩნდება ეჭვი რომ მისი პაროლი ცნობილი გახდა სხვა პირისათვის, ან სხვა პირმა მოიპოვა წვდომა ავთენტიფიკაციის დამატებით ფაქტორზე, იგი ვალდებულია თავად მიიღოს ყველა საჭირო ზომა აღნიშნულის აღსაკვეთად. 

  7. სერვისში პერსონალური მონაცემების დამუშავებას არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რომელსაც წინამდებარე მომსახურების სტანდარტულ წესსა და პირობებთან ერთად ეთანხმება მომხმარებელი. თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისი ღილაკის მონიშვნით, რაც ჩაითვლება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ხელმოწერად. ასევე შესაძლებელია პოლიტიკის დოკუმენტს ხელი მოეწეროს მატერიალურად ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენებასთან დაკავშრებით გამონაკლისს წარმოადგენს ვალიდაციის მომსახურება.

  8. წინამდებარე დოკუმენტის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ღილაკის მონიშვნით გამოხატული ნების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მოქმედებით გამოხატულ თანხმობად მიიჩნევა მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდა.

  9. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც მიიღებს ბიტერიუმაისაგან. წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია ბიტერიუმაისთვის მიყენებულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზიანზე.

12.  ბიტერიუმაის სერვისი განთავსებულია AWS-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც ვრცელდება  კომპანია ამაზონის მიერ დადგენილი წესები და პირობები: AWS service terms და Data Protection Code of Conduct for Cloud Infrastructure Service Providers. 

13.  ბიტერიუმაი არ არის პასუხისმგებელი ამაზონის მიერ სერვისის მიწოდების დროს წარმოქმნილ ხარვეზებზე და მისგან გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. მომსახურების ხარისხის შესანარჩუნებლად, ამაზონმა შესაძლოა გაატაროს ზომები სერვისის გაუმჯობესების, ხარვეზების აღმოფხვრისა და სხვა მსგავსი მიზნებით. 

14.  შეფერხების შედეგად წარმოქმნილ ზიანზე aws-ის პასუხისმგებლობის საზღვრების ზოგადი სქემა მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის დანართში და იგი დამოკიდებულია კონკრეტული შეფერხების გამომწვევ მიზეზზე (იგი წარმოადგენს aws-ის პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ, თუ ბიტერიუმაის პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხს). წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის ბიტერიუმაი აწარმოებს ნუსხას aws-ის პლატფორმაზე გამოყენებული კონკრეტული სერვისების შესახებ.

15.  როდესაც სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა ბიტერიუმაისთვის ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის პერსონალური მონაცემების), მომხმარებელი პასუხისმგებელია მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე. 

16.  ბიტერიუმაის სერვისის სარგებლობისათვის ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო წესით, ყოველი თვის რიცხვში....

17.  საფასურის გადაუხდელობისას ბიტერიუმაის სერვისით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში, ბიტერიუმაი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის მანძილზე შეინახოს მომხმარებლის ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია მონაცემთა საცავებში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბიტერიუმაი წაშლის მომხმარებლის ინფორმაციას (მათ შორის მომხმარებლის მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს). 

18.  სერვისის სარგებლობის შეწყვეტისას, მომხმარებელი უფლებამოსილია გადაიტანოს თავისი ინფორმაცია სხვა სისტემაში. აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, ბიტერიუმაი მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციის ჩამოტვირთვის საშუალებით მონაცემთა იმგვარ ფორმატში, რომელიც შესაფერისი იქნება მანქანური დამუშავებისათვის. ბიტერიუმაი უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ჩამოტვირთვის დროისათვის ცნობილ და გავრცელებულ ფორმატში. თუ მომხმარებელს ინფორმაცია რაიმე სხვა ფორმატში ესაჭიროება, იგი თავადაა ვალდებული აღნიშნული ინფორმაციის კონვერტირებაზე. ამასთან, თუ მომხმარებელს დასჭირდება ბიტერიუმაის ტექნიკური დახმარება ინფორმაციის პორტირებისთვის, ბიტერიუმაი უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი საფასური, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და მის სირთულეზე.

19.  ბიტერიუმაი უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე  (ამ დოკუმენტთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებში), ან სხვა დოკუმენტებში, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდებასთან. ცვლილების შესახებ ეცნობება მომხმარებელს მე-20 პუნქტით განსაზღვრული წესით. 

20.  ბიტერიუმაისა და მომხმარებელს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის მიერ მოწოდებულ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით (ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ან სხვა). ბიტერიუმაის ელექტრონული ფოსტის მისამართია: customerservice@biterium.ge; შესაძლებელია კომუნიკაციისათვის მხარეებმა გამოიყენონ ფოსტა. 

21.  მომხმარებელსა და ბიტერიუმაის შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმების გზით. გონივრულ ვადებში შეთანხმების გზით დავის გადაუწყვეტელობის შემთხვევაში იგი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის მიმართვის გზით.

შპს „ბიტერიუმაი“-ს  პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შპს ,,ბიტერიუმაი“  (შემდგომ - ბიტერიუმაი) სერვისით სარგებლობასთნ ერთად თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისი ღილაკის მონიშვნით, რაც ჩაითვლება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ხელმოწერად. ასევე შესაძლებელია პოლიტიკის დოკუმენტს ხელი მოეწეროს მატერიალურად ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით. 

 

ბიტერიუმაისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა როგორც საქართველოში დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად, ისევე მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ მიზნით, ბიტერიუმაის  მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურა, განლაგებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომელშიც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის (ამჟამად - სახელმწიფო ინსპექტორის) 2014 წლის 16 სექტემბრის N1 ბრძანების თანახმად უზრუნველყოფილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები. 

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტზე დათანხმების შემთხვევაში, მომხმარებელი ეთანხმება  მონაცემების განთავსებას კომპანია  ამაზონის ღრუბლოვან (cloud) პლატფორმაზე (AWS) , რომელიც მდებარეობს ქალაქ დუბლინში (ირლანდია). 

 

1.    ტერმინთა განმარტება:

 წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

1.1  სერვისი -  ბიტერიუმაის მიერ შექმნილი პროდუქტი (პროგრამა/აპლიკაცია და სხვა), რომელსაც იყენებს მომხმარებელი;

1.2  პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს;

1.3  მონაცემთა სუბიექტი - პირი, რომლის პერსონალური მონაცემებიც მუშავდება;

1.4  მომხმარებელი - პირი, რომელიც სარგებლობს ბიტერიუმაის სერვისით;

1.5  მონაცემთა დამმუშავებელი - პირი, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მათ დამუშავებას;

1.6  უფლებამოსილი პირი - პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა დამმუშავებლისათვის ან მისი სახელით;

Terms of use
bottom of page